png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 11.09.2018
  • 14:23
პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტელეკომპანიის „იბერია“ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

პრეზიდენტმა ტელეკომპანიის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ბოლო პერიოდში "იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს, როგორც თავისუფალი მედია, ასევე თავისუფალი ბიზნესი.

როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ნათელია, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელზეც დგას თავისუფალი საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფო - სიტყვის თავისუფლება და ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა, იყოს დაცული და ყოველგვარი მანიპულაციები ამასთან მიმართებაში იყოს გამორიცხული.

"არავისთვის სადაო აღარ არის რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობენ, საუბრობენ და პოზიციებს აფიქსირებენ, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები თუ სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესი. მომუშავე ბიზნესის უკან კი, დგას რამდენიმე ასეულობით ადამიანი და მათი ოჯახები და დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ამდენი ადამიანის უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დატოვება ასევე ძალიან სერიოზული ტვირთია სახელმწიფოსთვის.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქმედებების და ნაბიჯების დაგეგმვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც მედიის თავისუფლება, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების ფინანსური უსაფრთხოების საკითხი, რომელებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები აქ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge