png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტებს შეხვდა

  • სპორტი
  • 03.12.2015
  • 17:58
ტარიელ ხეჩიკაშვილი: „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის"მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები სტუმრობდნენ.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ექსპერტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და მინისტრის მოადგილეშალვა გოგოლაძეს შეხვდნენ.
ევროპის საბჭოს ექსპერტები, მომავალი წლის პირველ კვარტალში ქართულ მხარეს მიაწვდიან რეკომენდაციებს და მზადყოფნას გამოთქვამენ აღნიშნულირეკომენდაციის შესრულების მიზნით კონკეტული დახმარება გაუწიონ სამინისტროს. საერთაშორისო ექსპერტები მიესალმებიან ქართული მხარისძალისხმევას და მონდომებას, დოპინგის წინააღმდეგ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
ექსპერტთა ვიზიტი მიზნად ისახავდა ქართული მხარის მიერ ახლად შემუშავებული პროექტის „საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020"თაობაზე წინადადებების შემუშავებას. მხარეებს შორის მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპელი ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციებისპაკეტს საქართველოში "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" დებულებათა ეფექტიანი შესრულებისთვის.
ევროპის საბჭოს ექსპერტთა დელეგაციის წევრები არიან: მაიკლ პეტრუ, დელეგაციის ხელმძღვანელი (კვიპროსი); რაფალ პიხოტა, (პოლონეთი); ივ დეფური, (ბელგია); ქრისტინა ფრის იოჰანსენი (დანია); მეხრი გაფარ-ზადა, ევროპის საბჭოს სპორტული კონვენციის სამსახურის კოორდინატორი. ორდღიანი ვიზიტისმსვლელობისას, ევროპის საბჭოს ექპერტებმა გამართაეს 10 შეხვედრა, მათ შორის საჯარო უწყებებისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთაკომიტეტის, სპორტული ორგანიზაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სპორტის მუშაკებთან - მწვრთნელებთან, ექიმებთან,ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებთან. შეხვედრებისას განხილული იქნა საქართველოში დოპინგის შემთხვევათა აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულიღონისძიებები, არსებული პრაქტიკა, პოლიტიკა და სამართლებრივი ბაზა, საგანმანათლებლო პროექტები და ორგანიზაციების ფუნქცია-მოვალეობები.
აღსანიშნავია, რომ 2010-2015 (ივნისის მდგომარეობით) წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 28 შემთხვევა გამოვლინდა. ამინციდენტების გამო, ჯარიმის დასაფარად, საქართველომ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების სასარგებლოდ 100,000 აშშ დოლარი და 30,000შვეიცარიელი ფრანკი გადარიცხა. ასევე, უნდა აღინიშნოს, ამ ინციდენტებით გამოწვეული სხვა ზიანი, რომელიც ქართულ სპორტულ საზოგადოებას მიადგა,ჩვენი გათვლებით ის ასეულ ათას ლარს შეადგენს (სპორტსმენის მომზადებაზე გაწეული მატერიალური და არამატერიალური რესურსი). მიუხედავად იმისა,რომ ქართულმა მხარემ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" და„სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის შესრულების მიმართულებით, ქართულ სპორტში დოპინგისგამოყენება კვლავ რჩება მწვავე პრობლემად. ვითარების გამოსწორების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015წლის მაისში „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარების" მიზნით ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ჯგუფი აერთიანებსსაჯარო უწყებების, სპორტული..ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს. ქართველ ექსპერტთა 6-თვიანიმუშაობის შედეგად შეიქმნა დოკუმენტის პროექტი „საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის: სპორტი დოპინგის გარეშე!",რომელშიც გათვალისწინებულია სფეროში ჩართული ორგანიზაციების შენიშვნები.
სტრატეგიის მიზანს საქართველოში ეფექტიანი, წარმატებულ ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკისა და შესაბამისისამართლებრივი ბაზის შექმნა წარმოადგენს.
ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტთა მიერ სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით მოწოდებულიწინადადებების გათვალისწინების შემდგომ, დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობსევროკავშირთან, გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების 368-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სპორტისსფეროში, მათ შორის დოპინგსაწინააღდმეგო პოლიტიკის მიმართულებით. 2015 წლის 28-29 მაისში, ევროკავშირის ორგანიზებით საქართველოში მოეწყოსემინარი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს დოპინგის სფეროში კარგი ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge