png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა

  • საზოგადოება
  • 15.08.2018
  • 11:24
თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა

დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნულია, თუ რა მჭიდრო დასახლებაში უნდა აშენებულიყო სასტუმრო და განაცხადა, რომ ამან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკამყოფილება გამოიწვია.

„დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, შუა ნაწილში, მჭიდრო და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ამ ეტაპზე, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ  ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს.

„მინდა, ირმა ზავრადაშვილს დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო, მზად ვართ, პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge