png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

21 აგვისტოდან, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღებას თბილისის იუსტიციის სახლშიც შეძლებენ

  • საზოგადოება
  • 15.08.2018
  • 11:19
21 აგვისტოდან, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღებას თბილისის იუსტიციის სახლშიც შეძლებენ

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის გარდა, 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მძღოლებს ნებართვის მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება უკვე ლიცენზირებული საქმიანობაა. ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. ამ მიმართულებით, სიახლე გვაქვს. გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან, ნებართვის აღება ასევე, თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. მინდა, თეა წულუკიანს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ასევე, თბილისის ათივე გამგეობაში არის შესაძლებელი.

„პირველი ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია, მან ეს სერვისი განახორციელოს. ამიტომ, იაქტიურეთ, რეგისტრაციის დრო ჯერ კიდევ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge