png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს

  • ბიზნესი
  • 10.08.2018
  • 11:18
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის ან განვითარების დაფინანსებას. სოციალური საწარმოების მიზანი კი სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება,  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და  შშმ პირთა დასაქმებაა.   კონკურსის ფარგლებში  დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებისკენ. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეას, დაფინანსების შემდგომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ ატარებდეს ერთჯერად ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ  2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით  10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა.  კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს.  თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების  ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი  ჟიური შეარჩევს.  საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება  2018 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ  ვებგვერდზე: www.tree.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge