png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 160 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

  • ბიზნესი
  • 02.08.2018
  • 14:50
საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის  განვითარების ბანკისგან (FMO) 160 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

მთელი საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსების მოზიდვას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (Nederlandse Financierings-Maatschappij Voor Ontwikkelingslanden  N.V. (FMO))  ხელშეკრულება გააფორმა, რომლის  ფარგლებშიც  ჰოლანდიის განვითარების ბანკი საქართველოს ბანკს 160 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან  სესხს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზის ადგილობრივ ვალუტაში გახსნა  ბანკის ლარში დენომინირებული საკრედიტო პორტფელის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ბანკის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის  დე-დოლარიზაციის პროცესზე დადებითად აისახება.

ჰოლანდიის განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ  განთავსების გზით, საქართველოს ბანკის შვილობილ საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.

„მოხარული ვარ, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვაახლეთ და ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვებას და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. მინდა, ჰოლანდიის განვითარების ბანკს ლარში დენომინირებული ბონდების სადებიუტო გამოშვება მივულოცო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციისთვის კონტრაგენტად სწორედ  საქართველოს ბანკი აირჩია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა  დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გარიგება განვახორციელეთ. ლარის რესურსი მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკის შემდგომი  დე-დოლარიზაციის პროცესს და ადგილობრივი ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას",-  განაცხადა ჰოლანდიის განვითარების ბანკის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა,  ლინდა ბროეკუიზენმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge