png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თეგეტა მოტორსი საქართველოში Total -ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

  • ბიზნესი
  • 01.08.2018
  • 12:44
თეგეტა მოტორსი საქართველოში Total -ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

“თეგეტა მოტორსმა” ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა პროფესიული ხელსაწყოების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Total-თან. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბრენდის სათავო ოფისში, ჩინეთშის ქალაქ სუნჯოუში.

ბრენდი Total-ი არის სამუშაო იარაღების და სხვადასხვა პროფილური დანადგარების  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. Total-ი აწარმოებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და პროდუქციის ხარისხზე.

კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული ინსტრუმენტი გადის მკაცრ ტესტირებას სხვადასხვა პირობებში, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროდუქციის მაღალი ხარისხი. გარდა სარემონტო და სამშენებლო ხელსაწყო/დანადგარებისა, კომპანია აწარმოებს ეზოს მოვლის უმაღლესი ხარისხის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც Total-ს კონკურენტებისაგან გამოარჩევს არის ხელმისაწვდომობა და კონკურენტული, განსაკუთრებულად დაბალი ფასი რაც გამოწვეულია კომპანიის ფილოსოფიით - მიაწოდონ მომხმარებელს ხარისხიანი, გამძლე პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად.

Total-ის ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამასთანავე ელექტრო ინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება ბრენდის ოფიციალური გარანტია.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 -მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000 -მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ “თეგეტას” ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge