png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები თურქეთში გამოიფინა

  • კულტურა
  • 03.12.2015
  • 13:10
ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები თურქეთში გამოიფინა

ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ  პირველად გამოიფინა.  თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში  გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ტრაპიზონის მერთან და გუბერნატორთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი გია თავამაიშვილი და მოადგილე ნათია სირაბიძე, ასევე  დელეგაციის სხვა წევრებიცესწრებოდნენ.

 თურქეთის საკონსულოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოფენაზე ხასან ჰელიმიშის 30 რესტავრირებული ნამუშევარი იყოწარმოდგენილი. გამოფენას მხატვრის ქალიშვილი ნარიმა ჰელიმიშიც ესწრებოდა.

არჩილ ხაბაძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს და და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელოვნებისა და კულტურის სიყვარულით საქართველო  გამორჩეულია.  ამ ძლიერი სიყვარულით აიხსნება ჩვენს ქვეყანაში თვითნასწავლი მხატვრების სიმრავლე. მათ შორის მხოლოდ ფიროსმანის ხსენებაც საკმარისია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრიმიტივისტიმხატვარი იყო. სწორედ ფიროსმანს შეადარა  ლაზი მხატვრის - ხასან ჰელიმიშის შემოქმედება არჩილ ხაბაძემ.

„შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ აჭარას თავისი ფიროსმანი ჰყავს. ვისაც ხელოვნება უყვარს და სულ მცირედით ერკვევა ფერწერული ნამუშევრების მნიშვნელობაში, ის პირველივე ნახვისას მიხვდება, თუ რანიჭიერ შემოქმედთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ დიდი ხანი არ არის, რაც მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჰელიმიშისმხატვრობას. ეს იყო ადამიანი, რომელიც ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ამიტომაც მხატვრის შემოქმედებაში ჭარბობს ლაზეთის, ისტორიული აჭარის სამეურნეო-ყოფითი თავისებურებები. სწორედ ამიტომაცაა  მისი ხელოვნება ჭეშმარიტად ხალხური და ყველასათვის ახლობელი.   ჰელიმიშის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიციის შექმნა გახლავთ იმისწინაპირობა, რომ ეს ნიჭიერი მხატვარი მოექცეს როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში. მსგავსი ექსპოზიციები საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმოდარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვრის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ჰელიმიშის ფერწერული ტილოები ნებისმიერ საგამოფენო სივრცეს დაამშვენებდა," - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ჰასან ჰელიმიში ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ბავშვობიდან  წერდა  ლექსებს, კარგად ფლობდა მუსიკალურ და ქორეგორაფიულ ხელოვნებასაც. სწორედ ამიტომგახდა მისი ხელოვნება ხალხური. ხასან ჰელიმიშის ნამუშევრების გამოფენის ექსპონირება საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმო დარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლიმხატვრის ხელოვნების წარმოჩენას

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge