png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარის მთავრობის საქმიანი ვიზიტი ტრაპიზონში გრძელდება

  • პოლიტიკა
  • 03.12.2015
  • 12:57
აჭარის მთავრობის საქმიანი ვიზიტი ტრაპიზონში გრძელდება

აჭარის მთავრობის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ტრაპიზონის გუბერნატორს ჯელილ აბდილ ოზის და მერს ორჰან ფევზიგურმუქჩუოღლუს შეხვდნენ. შეხვედრისას ხაზი გაესვა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის 15 წლიანი მეგობრობის საიუბილეო თარიღს. ტრაპიზონის მერმა ისაუბრა ამ ხნის განმავლობაში ერთობლივადგანხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე. გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა მეზობელი რეგიონების ტრანსსასაზღვრო ობიექტების განვითარებასა და მომავალ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კულტურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
ტრაპიზონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ შეხვედრა გამართა ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან და ბიზნეს სექტორისწარმომადგენლებთან. არჩილ ხაბაძე ბიზნესმენებს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობეზე ესაუბრა. ასევე უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო შავიზღვისპირა ქალაქების რეგიონალური განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საინტერესო სფეროა ტურიზმის განვითარების ერთიანი სტრატეგია დააუცილებელია ევროკავშირის ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონების ერთობლივ განვითარებას ემსახურება. კულტურულ სფეროშიც შესაძლოა დაიგეგმოს დაგანხორციელდეს ერთობლივი ღონისძიებები.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის განათლების,კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მისი მოადგილე ნათია სირაბიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან მჯავანაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge