png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს - აკაკი ზოიძე

  • საზოგადოება
  • 16.07.2018
  • 11:58
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს - აკაკი ზოიძე

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მინდელის შახტში მომხდართან შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, ან რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მისივე თმქმით, არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს. 

ზოიძის განცხადებით, ორი თვის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვაზე ვსაუბრობდით, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ.

მისივე ინფორმაციით, საკითხზე მთავრობასთან და მფლობელებთან ერთად კონსულტაციები გაიმართება.

„გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ამ შემთხვევაში რა მიზეზი იყო, მაგრამ კანონი მივიღეთ, შესაბამისი ინსპექცია მუშაობს. ამ შახტისთვის უზარმაზარი სამუშაოები იქნა ჩატარებული და დადებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელი პაკეტი. უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და ყველაფრის გამოსწორება რამდენად მოასწრეს, ასევე რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება. მინდელის შახტზე სამუშაოები ჩატარებული იყო და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა ამას დამსაქმებლისთვის პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. კერძოდ, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი უნდა იყოს, თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულვებელყოფა, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, – განაცხადა ზოიძემ.

ის მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge