png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუს-მა ყავით მომწამლა - ზვიად კუპრავა

  • საზოგადოება
  • 11.07.2018
  • 14:06
სუს-მა ყავით მომწამლა - ზვიად კუპრავა

„სამართლდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა „ჯი-ეიჩ-ენთან“აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომელმა, ყავის საშუალებით მოწამლა.

„ეს მოხდა 6 ივნისს, როცა ევროპიდან დავბრუნდი. რუსთაველზე, კარავში მომწამლეს. ყავიდან, რომელიც მომიტანეს, ორი ყლუპი დავლიე, რადგან ცხელი იყო და გაცივების მიზნით იქვე ჩამოვდე. 10 წუთის შემდეგ, დასალევად რომ მოვიძიე, ვნახე ძირს ეგდო, დაღვრილი იყო.

ყავის დალევიდან დაახლოებით, 10 წუთში ცუდად გავხდი, თავბრუმეხვეოდა, გული მერეოდა. ჩემს მეგობარს ვთხოვე კარვიდან გავეყვანე, რადგან ცუდად ვიყავი და არ მინდოდა კარავში პანიკა ატეხილიყო. ქაშვეთის უკან ბაღში ვიყავი დაახლოებით, ნახევარი სათის განმავლობაში“, - აცხადებს კუპრავა.

როგორც ის განმარტავს, ყავა მასთან სუსის თანამშრომელმა გოგონას მიატანინა. კუპრავას თქმითვე, სუს-ის თანამშრომლის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

„სახელები და გვარები გამოძიებისთვის ცნობილია, დეტალებზე ამ ეტაპზე არ მინდა საუბარი, გამოძიება 3 მუხლითაა დაწყებული. ვინც ყავა მომაწოდა, იმას ყავა სხვამ მიაწოდა იმისთვის, რომ ჩემთან მოეტანა. ის ადამიანი, რომელმაც ჩემთან მოსატანი ყავა გოგონას მისცა, სუს-ის თანამშრომელია, ეს დადასტურებელი ფაქტია, მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია, ფოტოებიც გვაქვს და ა.შ.’, - აღნიშნავს კუპრავა.

როგორც ის აცხადებს, პირი, რომელმაც მას ყავა მიუტანა, იმავე საღამოს გაიტაცეს.

„მთავარი მოწმე სახალხო დამცველს ესაუბრა, რის შემდეგაც ეს ადამიანი ღამე გაიტაცეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გაყაცებული ჰყავდათ კოჯორში, კონკრეტულ სახლში, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის შტაბ-ბინაა, რადგან იმ სახლში, სადაც ეს ადამიანი შეიყვანეს, თითო ოთახში დაახლოებით, 15-20 კომპიუტერი იყო ჩართული. კომპიუტერებში უკანონოდ გახსნილი იყო სხვადასხვა ადამიანების „ფესიბუქის“ გვერდები, მათ შორის, ჩემიც.  

არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებას გააჩნია, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს კუპრავა.

როგორც მან „ჯი-ეიჩ-ენთან“ განცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მას სისხლის ნიმუშს აურებენ.

კუპრავა ქალაქის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge