png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 26.06.2018
  • 17:18
ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია და სოფლის რწმუნებული ბადრი ხუნჯგურუა ესწრებოდნენ.

ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში იმ შენობაში გაიხსნა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლდა და აღიჭურვა.

მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

"ზუსტად, ერთი წლის წინ, ხურჩაში ვიზიტისას დაიბადა იდეა, რომ ხურჩაში გახსნილიყო ოკუპაციის მუზეუმი, ვინაიდან ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, სიმბოლური დანიშნულებისაა.

ხურჩაში, ერთერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ინციდენტი- ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, სწორედ ოკუპაციის მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მოხდა და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა და ამ სოფლის სტუმარმა, იცოდეს მეტი ოკუპაციის შესახებ, მუდმივად არსებობდეს ოკუპაციაზე დისკუსიის სივრცე.

ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით არაერთი ოკუპაციის მუზეუმი გავხსენით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge