png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიტიკის, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 02.12.2015
  • 16:35
საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიტიკის, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის პოლიტიკის, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრთან, ლუჰუტ პანგარიბუანთან გამართა. 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის, საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებებისა და მისი რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა, ის ასევე დაინტერესებულია აზიის ქვეყნებთან ურთიერთობით.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას აქტიურად შეუწყობს ხელს და ამ მიზნით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ინდონეზიის რესპუბლიკაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს.

ინდონეზიის პოლიტიკის, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, ინდონეზია გეგმავს, მწარმოებელი ქვეყანა გახდეს. ლუჰუტ პანგარიბუანმა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge