png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

NATO: საქართველომ რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს

  • პოლიტიკა
  • 02.12.2015
  • 14:29
NATO: საქართველომ რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს

NATO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან იმ პროგრესს, რასაც, მათი თქმით, საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. როგორც დოკუმენტში წერია, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის. მხარს ვუჭერთ საქართველოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია NATO-საქართველოს კომისიის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოვოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორის ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში.

ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს დახმარებას ალიანსის წევრობისთვის მზადებაში. რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ გზებს მხარდაჭერის გაძლიერებისთვის, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მიმართულებით და გავზრდით თანამშრომლობას თავდაცვასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში.

NATO აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ", - წერია კომუნიკეში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge