png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მეცნიერები გლობალური კატასტროფის გარდაუვალობაზე საუბრობენ

  • ეს საინტერესოა
  • 08.06.2018
  • 16:18
 მეცნიერები გლობალური კატასტროფის გარდაუვალობაზე საუბრობენ

კლიმატოლოგების საერთაშორისო ჯგუფის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით გაზრდაც კი სერიოზულ კლიმატურ ცვლილებებს, ბუნებრივი ეკოსისტემების გაქრობასა და უამრავი სახეობის გადაშენებას გამოიწვევს. ამის შესახებ Phys.org-ის განცხადებაშია ნათქვამი.

მიჩნეულია, რომ დედამიწაზე კლიმატის დათბობა ორი გრადუსითაც კი გამოიწვევს ატმოსფერული ცირკულაციის სისტემების არაპროგნოზირებად ცვლილებებს. დაიწყება ყინულის ინტენსიური დნობა, რაც თავი სმხრივ ზღვის დონის ამაღლებას გამოიწვევს.

დათბობის ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში 2100 წლისთვის მოხდება სანაპიროებთან მდებარე მეგაპოლისების დატბორვა, ასევე გაქრება ზოგიერთი დასახლებული კუნძული, მათ შორის მალდივებიც.

ამიტომ პარიზის 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს, რომ კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას პლანეტის საშუალო ტემპერატურის გაზრდა 1,5 გრადუსზე მეტად.

ახალ ნაშრომში კლიმატოლოგები ამტკიცებენ, რომ დათბობის ზღვარის წარმატებით შენარჩუნების დროსაც კი პლანეტის ცალკეული რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი კლიმატური რისკები არსებობს.

კლიმატის გაგრილების ღონისძიებები მოიცავს ტყის მასივების გაშენებას და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის შემცირების სხვა მეთოდებს.

ამასთან, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ, ენერგეტიკის ალტერნატიულ ფორმაზე გადასვლის შესახებ, მათ შორის ბიოსაწვავის გამოყენებაზე. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ზრდის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა მავნე აირების გამონაბოლქვის შემცირება. 2017 წელს სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამონაბოლქვი კაცობრიობამ 2020 წლისთვის აუცილებლად უნდა შეამციროს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge