png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში წვლილის შეტანას გააგრძელებს

  • პოლიტიკა
  • 02.12.2015
  • 10:29
საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში წვლილის შეტანას გააგრძელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე ალიანსმა მხარი დაუჭირა 2016 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის არსებობას და გადაწყვეტილებას კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას  ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებისთვის.  
 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახლავთ ალიანსის საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. კერძოდ იგი შეხვდა უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ისლანდიის, ლუქსემბურგის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრებზე გააცნო ევროპელ კოლეგებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა ხელისუფლების მზაობა განაგრძოს რეფორმები ამ მიმართულებით.
 

ევროპელი მინისტრების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაესვა ქვეყნის წამყვან პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ნატოს ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაში.
 

ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა აღნიშნეს ამ მხრივ არსებული რეალური პოტენციალი, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ. ევროპელმა კოლეგებმა გიორგი კვირიკაშვილს დაუდასტურეს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და ასევე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ევროპული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესების პროცესში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც ქვეყანა რეგიონალურ ჰაბათ აქცია  ბიზნესის წარმოებისა და გლობალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის  თვალსაზრისით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge