png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტად რომში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 01.12.2015
  • 15:56
თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტად რომში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქ. რომში, იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიერ ფერდინანდო კასინის და იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ევროპის საბჭოში, მიკელე ნიკოლეტისს შეხვდა.
შეხვედრებისას, თედო ჯაფარიძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ქვეყნის განვითარების საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოსთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და ქვეყანა აქტიურად განაგრძობს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რასაც აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი, საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 
შეხვედრებისას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე; სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების საკითხებზე; ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

მიკელე ნიკოლეტისთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალია-საქართველოს ურთიერთობებს. კონკრეტულად კი, მონიტორინგის კომიტეტის მუშაობის საკითხს. ნიკოლეტიმ აღნიშნა, რომ ის, როგორც იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული სტრუქტურებისადმი სწრაფვას.
მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ურთიერთობებისა და მათი შემდგომი განვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge