png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება

  • საზოგადოება
  • 24.09.2015
  • 15:49
პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმს, ახლად შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ და ფინანსთა სამინიტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა გიორგი კურტანიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქი გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება. განახლდება მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექრონულ სისტემასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში.

ასევე განხორციელდება იმ საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც მუნიციპალიტეტების ელექრონულ მმართველობაზე გადასვლასთანაა დაკავშირებული. საბოლოო ეტაპზე მოხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების დანერგვა.
აღნიშნული სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე.

პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge