png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოში შიდსით გარდაცვლილია 1063 ადამიანი

  • საზოგადოება
  • 01.12.2015
  • 12:41
საქართველოში შიდსით გარდაცვლილია 1063 ადამიანი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 5331 შემთხვევა. აღნიშნულიდან 2015 წელს გამოვლინდა 636 ახალი შემთხვევა. 

ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა, რომელთა შორის 3932 - მამაკაცია, 1399 - ქალი.

შიდსი განუვითარდა 3150 პაციენტს, 1063 გარდაიცვალა.  არვ მკურნალობაზეა 2971 (მათ შორის აფხაზეთში - 356) პაციენტი.

უწყების განმარტებით, აივ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა - 1788 პაციენტი - თბილისში ფიქსირდება, შემდეგ სამეგრელოში - 730 პაციენტი, იმერთეში - 704; აჭარაში - 626, აფხაზეთში - 366; ქვემო ქართლი - 269, კახეთი- 251, შიდა ქართლი - 172, გურია- 109.

ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, ინფიცირების შემთხვევები ჰეტეროსექსუალური გადაცემის გზით გაიზარდა 25 პროცენტით; ჰომო/ბისექსუალური  გადაცემის გზით - 163 პროცენით; ხოლო ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ინფიცირების შემთხვევები შემცირდა 18,5 პროცენტით.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 46,8 პროცენტი - ინექციური ნარკომანია; 42,6  პროცენტი - ჰეტეროსექსუალური კონტაქტით;  7,6 პროცენტი - ჰომოსექსუალური კონტაქტით; 1,7 პროცენტი -  ვერტიკალური გზით; 0,8 პროცენტი დაუდგენელია, ხოლო 0,5 პროცენტი ინფიცირებულია სისხლის გადასხმის გზით.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge