png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რევიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა

  • კომენტარები
  • 01.12.2015
  • 12:06
რევიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა

2016 წლის ბიუჯეტი არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვასილ რევიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

“ ეს ბიუჯეტი არის აბსოლუტურად პოპულისტური, უფრო უხეშადაც ვიტყვი - ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან, ცოტა უცნაურად ჟღერს პენსიის მომატება არჩევნების წინ, რამდენიმე თვით ადრე და არა ვთქვათ, პირველი იანვრიდან და ცოტა ნაკლები თანხით. ეფექტი ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, ოცი ლარი არჩევნების წინ უფრო დაამახსოვრდება ხალხს. იგივე ვრცელდება მასწავლებლების ხელფასის მომატებაზე პირველი აპრილიდან - კვლავ არ მესმის, რატომ პირველი აპრილიდან და არა პირველი იანვრიდან და ა.შ. მეორე პრობლემა არის წმინდა არითმეტიკული. მთავრობის საბაზისო სცენარს რომ შევხედოთ, 4.5% ინფლაცია, 3.5% ეკონომიკური ზრდა, ჯამში შეადგენს 7.5%-ს დაახლოებით, ოდნავ მეტს. გადასახადების გაზრდა არ ეთანხმება ამ ციფრს, გადასახადები იზრდება იმდენად, რამდენადაც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენს შემთხვევაში 8.5 მილიარდი ლარი, ნიშნავს გადასახადების ზრდას 15%-ით, რაც აბსურდია თუ უბრალოდ არითმეტიკულ შეცდომად არ ჩავთვლით. მთავრობამ უბრალოდ დაგეგმა ხარჯვითი ნაწილი იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა მიიღონ მოწყვლადი ფენების ხარჯზე და შემდეგ, არჩევნების მერე, გამარჯვების შემთხვევაში ამ ბიუჯეტის ათასჯერ კორექტირება მოხდება, რაც ათასჯერ გვინახავს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიუჯეტის ასეთ პროექტს ვერ დავეთანხმებით, ამ გათვლებს უბრალოდ ვერ გავიგებთ”, - განაცხადა რევიშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge