png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

  • ბიზნესი
  • 08.05.2018
  • 15:20
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი  ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალი ბიზნესმენებისთვის  2017  წლის  საუკეთესო  პარტნიორ ბანკად  დაასახელა. საქართველოს ბანკმა ჯილდო „ქალთა საბანკო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. 2008 წლიდან საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის  რესურსებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბანკის კორპორაციულ კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიზნესმენ ქალებს. ამ რესურსით ბანკი მათ სავაჭრო ოპერაციებისთვის დაფინანსებას აძლევს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა  IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში განაცხადა: „საქართველოს ბანკი IFC-ის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების  ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge