png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

  • ბიზნესი
  • 26.04.2018
  • 13:47
საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური  პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და  განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური ქართულენოვანი პორტალი ბიზნეს ჰაბი შექმნა.  

პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი.  

პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ ტაბში „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც მოცემულია კონკრეტული რჩევები და ინსტრუმენტები, კონკრეტულად: ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბიზნესმოდელების, ბუღალტრული აღრიცხვის და სამართლებრივი საკითხების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მეწარმეს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას მისცემს. „ბიზნეს ჰაბის“, როგორც პორტალის, უნიკალურობას განაპირობებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად, მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიის, ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს ეფექტურად მართონ საკუთარი ბიზნესი.

პორტალის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ბიზნესის ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა, DCFTA,  სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და პროგრამა აწარმოე საქართველოში. ასევე, პროექტზე #მევქმნი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და მისი განვითარების ხელშეწყობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური თვალსაზრისით.

„საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, შევქმენით პორტალი „ბიზნეს ჰაბი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს სწორედ მისთვის საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით. პორტალზე მოცემული მრავალფეროვანი სიახლეები შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, ზუსტად ჩამოაყალიბოს როგორ უნდა დაიწყოს, განავითაროს და მართოს, საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

პორტალის შექმნის კვალდაკვალ, ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის საკონტაქტო ცენტრში შეიქმნა სპეციალური ქოლცენტრიც. ეს არის ბიზნესზე სპეციალიზირებული თანამშრომლების გუნდი, რომელიც მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყველა მიმართულებით. ისინი უზრუნველყოფენ საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიულ რეაგირებას, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტებზე კლიენტების მოთხოვნების განხილვას.

სპეციალიზირებული ბიზნეს ქოლცენტრის  მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საბანკო პროდუქტების და სერვისების დისტანციური რეგისტრაცია, რაც კლიენტებს საშუალებას მისცემს სერვისცენტრში მიუსვლელად ჰქონდეთ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტებზე და სერვისებზე წვდომა.

ბიზნეს ქოლცენტრს აქვს დამოუკიდებელი ნომერი:  2 44 42 42 ან 444 444 (3). ქოლცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 10:00 საათიდან-20:00 საათამდე.  შაბათ დღეს 10:00 საათიდან 17:00  სთ-მდე, ხოლო კვირას კი 10:00 საათიდან  14:00 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვ, იხილოთ  საქართველოს ბანკის პორტალი „ბიზნეს ჰაბი“ ვებგვერდზე: businesshub.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge