png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ივანიშვილზე ძებნა გამოცხადდება

  • სამართალი
  • 30.11.2015
  • 09:36
დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ივანიშვილზე ძებნა გამოცხადდება

ადვოკატი გრეგუარ რანკური, ბიძინა ივანიშვილის პირველი მეუღლის ინტერესების დამცველია. იურისტი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის არკადი გაიდამაკის დაკავება საფრანგეთის პროკურატურაში დააჩქარებს გამოძიებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სხვა საქმეზე მიმდინარეობს და საქართველოს ყოფილი პრემიერის მიერ დოკუმენტების გაყალბებას ეხება.

იურისტი ყვება, რომ ივანშვილმა პარიზის სასამართლოში სპექტაკლი დადგა და განქორწინების დროს ცოლის ნაცვლად სხვა ქალბატონი მიიყვანა, რაც საფრანგეთის მართმსაჯულების შეურაცხყოფა და 1932 წელს მიღებული კანონის დარღვაა, სასჯელი ბრალის დამტკიცების შემთხვევაშ ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

"საქმე, რომელიც ეხება ივანიშვილსა და გაიდამაკს, ძალიან მგრძნობიარეა, ყველამ იცის, რომ გაიდამაკი ჩაბარდა ფრანგ სამართალდამცველებს. ვფიქრობ, ამის გამო ეს საქმეც დააინტერესებს პროკურატურას და ძიება დაჩქარდება. ინგა პავლოვა გაოგნებული იყო, როდესაც სასამართლოდან დოკუმენტები გამოითხოვა და ნახა, რომ ხელი მოწერილი აქვს შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც უარი თქვა ივანიშვილთან ქონების გაყოფაზე ნებაყოფლობით და განქორწინებაც საკუთარი სურვილით გააფორმა. ის არასდროს ყოფილა სასამართლოში მისული. დავრწმუნდი, რომ საქმე გვაქვს სიყალბესთან და ინგა პავლოვას ხელი არ მოუწერია არანაირ დოკუმენტზე, გამოდის, რომ სასამართლოში მივიდა მსახიობი, რომელმაც ინგას პავლოვას როლი ყალბი დოკუმენტებით ითამაშა. ამით სასამართლოს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიხვიდე პროცესზე, მოატყუო მოსამართლე, ამის გამო მხოლოდ ინგა არ არის განაწყენებული, ეს არის მძიმე დანაშაული და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,"- აცხადებს ადვოკატი რანკური. 

ინგა პავლოვას ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ბიძინა ივანიშვილს ჩვენების მიცემა ფრანგი სამართალდამცველებისთვის მოუწევს, უარის შემთხვევაში კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge