png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში ნუ ჩავდგებით მაზოხისტურ პოზაში - თინათინ ხიდაშელი

  • პოლიტიკა
  • 29.11.2015
  • 16:16
საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში ნუ ჩავდგებით მაზოხისტურ პოზაში - თინათინ ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სწორედ, საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით ჩამოვლენ მომავალი წლის იანვარში საქართველოში ფრანგი ექსპერტები, ხოლო, გაზაფხულზე ქვეყანას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეზე მეტად დაუცველი არც დღეს არის.

„ერთია, როდესაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაცული გაქვს და არსებობს საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ცივილური სახელმწიფოები მოქმედებენ და, მეორეა, როდესაც მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ თურქეთი დღეს არის ქვეყანა, რომელიც პასუხს აძლევს ასეთ სახელმწიფოებს, თავდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა:


„დიახ, არიან სახელმწიფოები, რომლებიც პასუხობენ, მაგალითად თურქეთი და არიან ქვეყნები, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ირღვევა მათი საჰაერო სივრცე, საბედნიეროდ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და შესაბამისად ეკიდებიან აღნიშნულ თემას. ნუ ჩავდგებით მაზოხისტურ პოზაში საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში... მე მომისმენია ძალიან ბევრი კრიტიკა, მოსაზრება, რომ თითქოს ჩვენ, საჰაერო სივრცის დარღვევაზე უნდა ვიმოქმედოთ, ვესროლოთ და ჩამოვაგდოთ...ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გადაიკითხონ მსოფლიო პრესა და გაერკვნენ სიტუაციაში“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge