png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისის ოპერის თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

  • კულტურა
  • 11.04.2018
  • 15:51
თბილისის ოპერის თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

12 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება უდიდესი ქართველი ტენორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფიული წიგნის „სხივი დიდ თეატრში“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორია გივი სიხარულიძე, რომელმაც ნოველებად შეკრა მოგონებები, მომღერლის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ამსახველი ფრაგმენტები. აქვეა გამოჩენილი ქართველი ხელოვანების შეფასებები. წიგნი ილუსტრირებულია საარქივო ფოტოებით.

12 აპრილს ზურაბ ანჯაფარიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. წიგნის „სხივი დიდ თეატრში“ პრეზენტაციას, ზურაბ ანჯაფარიძის  დაბადების დღეზე,  მომღერლის ახლობლები, მისი შემოქმედების მოყვარულები, მუსიკალური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

15 აპრილს, თბილისის ოპერის თეატრი თავის საპრემიერო სპექტაკლს, პუჩინის „ტურანდოტს“,  ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას მიუძღვნის.

ზურაბ ანჯაფარიძემ 1952 წელს დაამთავრა  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი). 1952–1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959–1970 წლებში - მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. 1970 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება. 1972 წლიდან იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ კათედრაზე, ხოლო 1975 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრაზე. 1979 – 1982 წლებში ზურაბ ანჯაფარიძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი იყო.

1961 წელს ზურაბ ანჯაფარიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს გახდა სსრკ სახალხო არტისტი, ხოლო 1971 წელს ზაქარია ფალიაშვილის პრემია მიენიჭა.

სხვადასხვა წლებში, მომღერლის მიერ შესრულებულ მრავალრიცხოვან პარტიას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ბაში-აჩუკი (კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), პუშკინი და ერისთავი (თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსენა (ბუკიას "არსენა"), გერმანი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის "პიკი ქალი", "იოლანტა"), ოტრეპიევი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი, ოტელო (ვერდის "აიდა", "დონ-კარლოსი", "რიგოლეტო", „ოტელო“), კავარადოსი (პუჩინის "ტოსკა"), ფაუსტი (გუნოს "ფაუსტი") და სხვა.

გერმანის სახე ზურაბ ანჯაფარიძის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. ქართველი ტენორის შემოქმედების თაყვანისმცემელთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდა პეტრე ჩაიკოვსკის “პიკის ქალის” ეკრანიზაციის შემდეგ, სადაც იგი გერმანის როლს ახმოვანებდა. ამ ფილმმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.

ზურაბ ანჯაფარიძე წარმატებით მღეროდა არამარტო საოპერო სცენაზე, იგი საუცხოო კამერული მომღერალიც იყო. მის რეპერტუარს ამშვენებდა ქართული რომანსები, ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო პროგრამაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის, პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, ნიკოლოზ რიმსკი–კორსაკოვის რომანსებს. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა “შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო” დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.

ზურაბ ანჯაფარიძე 1997 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge