png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციაზე პასუხი დადებითი იქნება

  • პოლიტიკა
  • 27.11.2015
  • 15:15
იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციაზე პასუხი დადებითი იქნება

ოცესისჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით განახორციელა.

„ამ მხრივ მიღწეული პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა. ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, გავაღრმავოთ საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. საქართველოში ასევე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ვფიქრობთ პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის. არის ასეთი გამოთქმა - ფულს სჭირდება სტაბილურობა. თუ ქვეყანაში ფული შედის, ეს იმის ნიშანია, რომ იქ სტაბილურობაა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ასევე დადებითად შეაფასა სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge