png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კობა სუბელიანი: ქონების მთავარი ჩამომრთმეველი აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად

  • პოლიტიკა
  • 27.11.2015
  • 14:20
 კობა სუბელიანი: ქონების მთავარი ჩამომრთმეველი აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე იყო ქონების უკანონოდ ჩამომრთმევი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუბელიანმა "ალბატროსის","ელიტ ელეტრონიქსის", "სონის" საქმეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შოთაძე ე.წ. ჩამორთმევების დროს მარალ თანამდებობას იკავებდა.

,,როცა ირაკლი შოთაძის ბიოგრაფიას კითხულობდით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი ზუსტად იმ წლებში იმ ორგანოებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ე.წ. ჩამორთმევებს ახორციელებდნენ. ამ თემაზე ჩვენ რაღაზე გვედავებით საერთოდ?! წესით ხმა აღარ უნდა ამოიღოთ, რადგან მთავარი ჩამომრთმეველი ვინც იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად და ხმა უნდა მისცეს უმრავლესობამ. მე რომ არავისთვის არაფერი ჩამომირთმევია, ეს მთელმა პარლამენტმა იცის. ჩვენ რაღას გვედავებით ხოლმე, როცა მთავარი ხალხი აგერ გიზით", - მიმართა უმრავლესობასა და მთავრობის საპარლამენტო მდივანს კობა სუბელიანმა. 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემაში კარიერა 2006 წლიდან დაიწყო. 2009 - 2010 წლებში ის მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორი იყო. 2010 წელს შოთაძემ კარიერა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე განაგრძო. მთავარი პროკურორის მოადგილედ იგი ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის დროს დაინიშნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge