png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას კალათბურთელები სტუმრობდნენ

  • საზოგადოება
  • 27.11.2015
  • 11:25
 არასრულწლოვანთა  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას   კალათბურთელები სტუმრობდნენ

არასრულწლოვანთა  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური  მატჩი გაიმართა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, განხორციელდა.

საკალთბურთო მატჩს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრნენ.

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების განხორციელება მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებისთვის.

,,არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ, ამიტომ  ღონისძიებას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.  კედელი, რომელიც აქ არის  აღმართული ძალიან მალე დაინგრევა და ისინი გარეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გავლენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავლშიც გააგრძელებს. როგორც გაბრიჩიძემ განმარტა უახლოეს პერიოდში  არასრულწლოვანთა  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კალათბურთში ტურნირი  ჩატარდება გამარჯვებულ გუნდს კი შესაძლებლობა ექნება საქართველოს სუპერლიგის ფინალურ მატჩს დაესწროს.

,,ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩავუტაროთ. უხლოეს მომავალში შევადგენთ გეგმას სამი-სამზე კალათბურთში ჩემპიონატის ჩასატარებლად, შეჯიმრში გამარჯვებული გუნს კი  საქართველოს ჩემპინატზე დასწრების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა  არასრულწლოვანთა  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge