png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.11.2015
  • 10:57
„8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება–საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება იყო ახალი ხელისუფლების დაპირება, რაც შესრულდა.  მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.  

„ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლად.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათების ამოქმედების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გაიზრდება ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა,"–განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

"აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გაგრძელდება „აწარმოე საქართველოსთვის" პროგრამის მხარდაჭერა.  დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო  და  600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა.  გვქონდა 3 წლიანი პროგრამა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და გადავწყვიტეთ, რომ გაისადაც გავაგრძელოთ ეს პროგრამა. ასევე  გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა „დანერგე მომავალი". კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge