png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ანჯელინა ჯოლი ასაკის მომატებას მშვიდად ხვდება

  • ეს საინტერესოა
  • 19.03.2018
  • 14:12
ანჯელინა ჯოლი ასაკის მომატებას მშვიდად ხვდება

ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ InStyle-ს მკითხველებს თავისი სილამაზის საიდუმლო და ასაკთან დამოკიდებულების შესახებ უამბო. 42 წლის მსახიობმა აღიარა, რომ წლების მომატებას მშვიდად ხვდება. მას ყოველთვის არ მოსწონს ის, რასაც სარკეში ხედავს, მაგრამ ყველა ცვლილებას სიყვარულითა და გაგებით ხვდება.

„როდესაც სარკეში ვიყურები,  დედაჩემს ვხედავ. ძალიან მათბობს მასთან მსგავსება. ვხედავ რომ ვბერდები და სიყვარულით ვეკიდები ამას, რადგან ეს ნიშნავს, რომ მე ვცოცხლობ და ასაკში შევდივარ. რა თქმა უნდა, არ მომწონს მუქი ლაქები, რომლებიც ორსულობის შემდეგ დამრჩა. ვხედავ ჩემს ნაკლს. მაგრამ მომწონს ის, რომ ცოცხალი ვარ. ჩემს ანარეკლში ვხედავ ჩემს ოჯახსა და ჩემს ასაკს“, - განუცხადა მსახიობმა ჟურნალს.

ანჯელინა კოსმეტიკის მოყვარული არ არის. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გამოსვლის წინ გრიმიორები გულმოდგინედ მუშაობენ მის სახეზე და სადღესასწაულო მაკიაჟს უკეთებენ.

 „თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, როდესაც ხელთ კონსილერი მაქვს თვალების გარშემო მუქი წრეებისთვის. ის ჩემი მთავარი ნივთია. ვატარებ პომადის მხოლოდ ერთ ფერს - წითელს. კიდევ მაქვს შავი ლაინერი თვალებისთვის და ტუში წამწამებისთვის. მაკიაჟის  ყველაზე მოკრძალებული ნაკრები მაქვს“, -აღიარებს ჯოლი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი  ერთ წელზე მეტია ბრედ პიტთან განქორწინების პროცესს აწარმოებს. წყვილი ვერაფრით იყოფს ბავშვებზე მეურვეობას. ჯოლი ფილმებს დროს ნაკლებად უთმობს და მთლიანად ბავშვების აღზრდაზეა გადართული, რომლებისთვისაც მშობლების განქორწინება ფსიქოლოგიურ ტრავმად იქცა.

ანჯელინა და მისი შვილები ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდიდრულ მამულში ცხოვრობენ. ვარსკვლავმა სახლი ცოტა ხნის წინ შეიძინა და 25 მლნ დოლარი დაუჯდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge