png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 24.11.2015
  • 17:17
„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“  მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაციას სახელწოდებით „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ დაესწრო. პრეზენტაციაზე თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებმა პოტენციური ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალებს გააცნეს.

აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის ძირითადი მიზანია ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით პერსონალის გადამზადება. პროგრამა ხელს შეუწყობს სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგში მოქმედი მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე, პროფესიული ცოდნის ამაღლებას.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ერთის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მეორეს მხრივ კი აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული პროგრამა, დედაქალაქის მასშტაბით, სპორტული ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. ერთის მხრივ არსებობს მოთხოვნა, მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც სურთ სპორტის დარგში ბიზნესის წარმოება, მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ ეს პროგრამა, შევიმუშავეთ მისი ძალიან საინტერესო მიმართულებები, რითაც ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სულ უფრო მეტი მოზარდის და ბავშვის ჩართულობას სპორტში და შედეგად აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, პოტენციური ბენეფიციარები, დიპლომატიური კორპუსის, სპორტულის სფეროსა და უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge