png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ედგარს რინკევიჩსი: ლატვია ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს დახმარებაში ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელების კუთხით

  • პოლიტიკა
  • 24.11.2015
  • 15:05
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია ძალისხმევას არ დაიშურებს  საქართველოს დახმარებაში ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელების კუთხით

„ვფიქრობთ, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ დაყოვნდეს პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ დავინახეთ, რომ  საქართველომ გადადგა ყველა საჭირო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ვთვლით, რომ ევროპამაც თავისი დაპირება უმალ უნდა შეასრულოს.“ - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა  საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა დარგში და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით იქნება პოზიტიური.  მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო სისტემის სფეროში რეფორმების პროცესის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ედგარს რინკევიჩსმა პრეს-კონფერენციაზე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მხარი დაუჭიროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. „ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა დამყარებული. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით“- აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge