png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

  • საზოგადოება
  • 21.11.2015
  • 11:42
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულისთვის კი მთლიანად დამთავრდება გარე განათების მონტაჟი და მეორადი გზების დაგება.

ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია  ხელოვნური ნაგებობებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. აშენდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მხარეს, ასევე, გზის შემოფარგვლის, ტროტუარების მოწყობის, გარე განათების ქსელის მონტაჟისა და გზის გამწვანების სამუშაოები.

თავდაპირველი პროექტი გზის გარე განათების ქსელის და ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების მოწყობას არ ითვალისწინებდა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოსახლეობას, შიდა გზების არარსებობის გამო, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შესაბამისი ცვლილება შეიტანა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის  მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge