png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი ბრიჯიტ ბრინკის შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 20.11.2015
  • 14:42
პრემიერ-მინისტრი ბრიჯიტ ბრინკის შეხვდა

საქართველოსა და ამერიკის  შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის  ფარგლებში. აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს.

შეხვედრაზე საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ბრიჯიტ ბრინკს აშშ–ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის  და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge