png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

  • ეკონომიკა
  • 20.11.2015
  • 14:34
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით ბელგიაში საქართველოს საელჩოში ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის გაიმართა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია.

ღონისძიებას ბელგიის 30-მდე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების, საინვესტიციო კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს.

ბელგიელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ წარადგინა. პრეზენტაცია ზოგადი ბიზნეს კლიმატის მიმოხილვასთან ერთად ასევე კონკრეტული მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მიმოხილვასაც მოიცავდა.

საქართველოს მთავრობის წევრებმა ბელგიელ ბიზნესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge