png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი ტყემალაძე: დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს უმრავლესობაში არც კულუარულად არც ღიად არ განიხილება

  • პოლიტიკა
  • 20.11.2015
  • 13:26
გიორგი ტყემალაძე: დავით ნარმანიას  იმპიჩმენტის  საკითხი საკრებულოს  უმრავლესობაში  არც  კულუარულად  არც  ღიად  არ განიხილება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. 

„მინდა გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის  საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად არც ღიად არ განიხილება“, - აცხადებს ტყემალაძე და დასძენს, რომ მერიასა და  საკრებულოს უმრავლესობას შორის  ბიუჯეტთან დაკავშირებით ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და ხდება მოსაზრებების გაცვლა.

„ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მივიღოთ.  დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გუშინ საკრებულოს  ყველა ფრაქციამ და კომისიამ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა.

საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გველის როგორც  ჩვენ ასევე მერიას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის შეჯერებულ ახალ და პროგრამულ 2016 წლის ბიუჯეტს მივიღებთ.

საერთო ჯამში ბიუჯეტი არის კარგი.  პრიორიტეტები და პარამეტრები  სწორად გადანაწილებულია , თუმცა პროგრამული კუთხით არის სამუშაო, რათა თითოეული პროექტი გამგეობებისა და სამსახურების მიერ  დეტალურად ჩაშლილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge