png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

  • პოლიტიკა
  • 20.11.2015
  • 11:34
გიორგი კვირიკაშვილი: სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა  სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასკუალე ვალენტინს საქართველოს სუვერენიტეტის,  ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა, სან-მარინოელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები  აქტიურად ცდილობდნენ  სან-მარინოსთან კავშირების დამყარებას,  სან-მარინოს მთავრობა კი საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მსურს, ბატონ მინისტრს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულში, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ  სხვადასხვა დონეზე კავშირების დამყარებას, სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და რეგიონში შექმნილი ვითარება.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა  მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური თანამშრომლობით მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით  სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი 2015 წლის 20 ნოემბერს ეწვია.

პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge