png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით ორსულობის პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

  • საზოგადოება
  • 19.11.2015
  • 15:24
საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით  ორსულობის  პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესი  გაიმართება

დღეს 20:00  საათზე, სასტუმრო „რედისონში,“  საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ორსულთა პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესს გახსნის და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ორსულთა პათოფიზიოლოგიის  საერთაშორისო კონგრესი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით იმართება.

კონგრესის მიზანია ხელი შეუწყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან ბავშვის შესაძლო დაავადებების ეფექტურ პროგნოზირებას და პრევენციას.

კონგრესში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ასოციაციების 40-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, რომლებიც ორსულთა და მათ მომავალ ბავშვთა დაავადებების შესწავლისა და მკურნალობის დარგში მოღვაწოებენ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ასევე იან დონალდის სახელობის საერთაშორისო საუნივერსიტეტო სკოლის სპეციალური კურსები ულტრასონოგრაფიაში.

კონგრესი გაიმართება 19-21 ნოემბერს და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მედიკოსები მიიღებენ.

ორსულთა პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ფონდი და საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია არიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge