png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ

  • ეკონომიკა
  • 18.11.2015
  • 15:04
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ

 

ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა ის, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, პრეზენტაციის მიზანი პოტენციური ბენეფიაციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალების გაცნობა იყო. აღნიშნული პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური მიმართულება და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა ის, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ამ ნაწილში კი, ხალხური რეწვის პროდუქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელმაც ზუსტად ის დამატებითი ღირებულება უნდა შექმნას ქვეყანაში, რომელიც ძალიან გვჭირდება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge