png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

  • სპორტი
  • 19.12.2017
  • 15:34
 შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, სანკტ-პეტერბურგში, მასტერსის პოპულარულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მასტერსის წლევანდელი ტურნირი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. აღნიშნულ ტურნირზე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა ერთ დღეში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. ასევე კლუბის წევრია ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე სულ 5 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი

(-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.

ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წელს დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ძიუდოს ნაკრების ძირითადი წევრები არიან.

„მებრძოლის“ სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge