png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრა გაიმართა

  • კონფლიქტები
  • 23.09.2015
  • 20:44
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ. მონაწილეებმა განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე, რაც უხეშად არღვევს ადამიანების უფლებებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საქმის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის მარტში გაუჩინარებული, ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საკითხსაც, რომლის ცხედარიც 2015 წლის იანვარში ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ასევე დაისვა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალების მიერ მოხსნილი დროშის დაბრუნების საკითხი. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge