png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის ფულის გამოძალვაში ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

  • სამართალი
  • 08.12.2017
  • 15:44
 ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის ფულის გამოძალვაში ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით თაღლითობის მცდელობაში  ბრალდებულები  ვ.ბ.  და  გ.ხ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად მოპოვებული მასალებით  დადასტურდა, რომ  2017 წლის  თებერვალი-აპრილის  პერიოდში,   დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა,  2016 წლის აგვისტოში  წვრთნებისას ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა  ცოცხლად  გადარჩენილი  სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ  39 000  აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  
ამავე განაჩენით სასამართლომ მესამე ბრალდებული  ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე  19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ სცნო.
ბრალდების მხარე  განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge