png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

50 პლასტიკური ოპერაცია - როგორ მოატყუა ირანელმა გოგონამ მთელი მსოფლიო (ფოტოკოლაჟი)

  • ეს საინტერესოა
  • 05.12.2017
  • 14:20
50 პლასტიკური ოპერაცია - როგორ მოატყუა ირანელმა გოგონამ მთელი მსოფლიო (ფოტოკოლაჟი)

 

ირანელი საჰარ თაბარის ფოტოებმა გასულ კვირას მთელი მსოფლიო შეძრა, გოგონას შესახებ კი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ალაპარაკდნენ.

როგორც პრესა წერს, გოგონამ 50 პლასტიკური ოპერაცია იმისთვის გაიკეთა, რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. მისმა შოკისმომგვრელმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა და ის საშიშ პერსონაჟებს შეადარა. თუმცა აღმოჩნდა, რომ თაბარმა მთელი მსოფლიო მოატყუა.

როგორც მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს Photoshop-ი და მაკიაჟია და არა მისი ნამდვილი სახე. „ყოველ ჯერზე, როდესაც ფოტოებს ვაქვეყნებ, ჩემს სახეს უფრო და უფრო სასაცილოს ვხდი. ეს თვითგამოხატვის ასეთი ფორმაა, ერთგვარი ხელოვნება. ჩემმა თაყვანისმცემლებმა იციან, რომ ეს ჩემი ნამდვილი სახე არ არის“, - აღნიშნა საჰარმა.

მისი თქმით, არასდროს უფიქრია ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაკეთბული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპეარცია, მათ შორის  ცხვირისა და ტუჩების ოპერაცია, ასევე ლიპოსაქცია. მისი თქმით, მან მართლაც დაიკლო წონაში, მაგრამ მხოლოდ 5-7 კგ და არა 30-40 კგ, როგორც ამას მედია წერდა.

 საჰარის თქმით, თავდაპირველად მშობლები მას ეწინააღმდგებოდნენ მის ცვლილებებს. „მათთვის პლასტიკური ოპერაციები ნორმა არ არის. მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი უკვე მოხდა, ჩემი მშობლები მხარს მიჭერენ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ადამიანები მშვიდად რეაგირებენ, როდესაც ქალაქში მხედავენ. ისინი მცნობენ, მომმართავენ სახელით, შემდეგ მიახლოვდებიან, მეხუტებიან და მხარდაჭერას მიცხადებენ. არანაირ ნეგატივს ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ცხოვრებაში  მთავარია ჩემი ოჯახისა და ღმერთის თანადგომა. ეს თანადგომა მაქვს და ჩემთვის საკმარისია. სხვა ადამიანების აზრი სრულიად არ მაღელვებს. ნეგატივს ყურს მიღმა ვუშვებ“, - აღნიშნა თაბარმა.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge