png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საბჭოთა სტილის ,,ოდეერის” ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება - NGO

  • სამართალი
  • 30.11.2017
  • 11:16
საბჭოთა სტილის ,,ოდეერის” ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება - NGO

,,ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. ,,ოდეერის” პრაქტიკა", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაზე ხელმომწერნი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე.

,,საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონშიც, რადგან მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება გადაწყვიტა. თუმცა, სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებული კანონპროექტი სხვა საკითხებსაც ეხება, რაც ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში),  კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში;

მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება  უფლება გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება;

“ჩანერგილ” მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა;

მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია;  

“ჩანერგილი” მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი;

მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ (კანონი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”).

ასევე, 2015 წელს კანონმდებლობით გაუქმდა ტერმინი “უსაფრთხოების ოფიცერი”, თუმცა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით.  ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მიზანს  ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში,  საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა.

მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავება მოქმედი კანონდებლობით მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის არის დაშვებული. ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ.  “ოდეერის” პრაქტიკა.

უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რეფორმა ძლიერი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის არსებობას უნდა ისახავდეს მიზნად.  ერთი სამსახურისათვის ჭარბი,  უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას  ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის,  ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია,  ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ხმა საქართველოდან 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  • 18:44
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge