png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Backstreet Boys-ის სოლისტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

  • ეს საინტერესოა
  • 22.11.2017
  • 15:03
Backstreet Boys-ის სოლისტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

პოპ-მომღერალმა მელისა შუმანმა, რომელიც გერლზ-ბენდ Dream-ის წევრი იყო, განაცხადა, რომ Backstreet Boys-ის სოლისტსმა ნიკ კარტერმა 2002 წელს გააუპატიურა. იმ დროს ის 18 წლის იყო, ნიკი კი 22-ის.

მისი თქმით, ყველაფერი სანტა-მონიკაში, კარტერის სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა. ნიკმა ის კაბინეტში შეიყვანა და კოცნა დაუწყო.

როდესაც მან მელისას შარვალი გაუხსნა, გოგონამ უთხრა, რომ გაგრძელება არ სურდა, მაგრამ ის არ უსმენდა. შუმანის თქმით, ნიკი მასთან ორალური სექსით დაკავდა და მისგან იგივეს გაკეთება მოითხოვა.


„მე შემეშინდა და თავს ხაფანგში გაბმულად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ ძალიან აღეგზნო და მოუთმენლობა დაეუფლა.

წასვლა ვერ შევძელი. როდესაც მან ჩემი ხელი თავის პენისს დაადო, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფრის დასრულების ერთადერთი შანსი იყო. ის მაიძულებდა გამეკეთებინა ის, რაც არ მინდოდა.

ამის შემდეგ მან ძალით შემიყვანა საძინებელში და აქტი გააგრძელა. იმ დროს ქალწული ვიყავი და თავს ქორწინებისთვის ვინახავდი, რაც ნიკს ვუთხარი კიდეც. მან მიპასუხა, რომ ჩემი ქმარი იქნებოდა. ასე დავკარგე ქალწულობა. მინდოდა რომ ეს კოშმარული სიზმარი ყოფილიყო“, - განაცხადა მელისამ.

მისი თქმით, ნიკი იმ ღამის შემდეგ ურეკავდა, მაგრამ მელისა არ პასუხობდა. ბოლოს მან ერთადერთი „საშინელი შეტყობინება დაუტოვა და მას შემდეგ აღარ დაურეკავს.

მელისა ვარაუდობს, რომ მისი სასიმღერო კარიერა კარტერის გავლენის გამო არ შედგა.

2004 წელს მათ ერთობლივი სიმღერა The Hollow ჩაწერეს, რის შემდეგაც მელისა ცდილობდა თანამშრომლობა დაეწყო იმ მენეჯერთან, რომელიც Backstreet Boys-ის სოლისტთან მუშაობდა, მაგრამ მან განუცხადა, რომ მისით დაინტერესებული არ იყო. ამის შემდეგ შუმანს კარტერთან სიმღერის ჩაწერა აღარასდროს უცდია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge