png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ამერიკელმა ქირურგებმა პაციენტს სახე გადაუნერგეს

  • მედიცინა
  • 17.11.2015
  • 10:30
ამერიკელმა ქირურგებმა პაციენტს სახე გადაუნერგეს

ამერიკელმა ქირურგებმა სახის გადანერგვის ოპერაცია გააკეთეს. 41 წლის მეხანძრეს პატრიკ ჰარდისონს სახის ქსოვილების რეკორდული რაოდენობა გადაუნერგეს. მისი ხანძრისგან დამახინჯებული სახე დონორის სახით შეცვალეს, ოპერაცია 26 საათს გაგრძელდა.

ჰარდისონმა 2001 წელს სერიოზული დამწვრობა იმ დროს მიიღო, როდესაც ცეცხლმოკიდებული ავტომისაბმელიდან ქალის გამოყვანას ცდილობდა. შემთხვევის შემდეგ მეხანძრემ მხედველობა დაკარგა, მისი სახის ყველა დამახასიათებელი ნაკვთი კი დამახინჯდა. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში მას 71 ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ უშედეგოდ.

სახის დონორი 26 წლის ნიუ-იორკელი მხატვარი დევიდ როდებაუ გახდა. ოპერაციამდე ერთი წლით ადრე ის საავადმყოფოში საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ოპერაციისთვის როდებაუს სახის გამოყენებაზე დედამისმა თანხმობა განაცხადა.

ოპერაციის დროს ქირურგებს პაციენტის თავის ქალის შეცვლა მოუწიათ, რათა მისი ახალი სახე თავის ქალას კარგად მორგებოდა. უახლოეს ხანებში ჰარდისონს მხედველობაც უნდა დაუბრუნდეს.

მედიცინაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს დიდი რაოდენობით სახის ქსოვილები გადაუნერგეს. მანამდე ნაწილობრივი გადანერგვის ოპერაცია არაერთხელ გაკეთდა. პირველი პაციენტი, რომელსაც 2005 წელს სახის ქსოვილი გადაუნერგეს, ფრანგი იზაბელ დინუარი იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge