png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წელს 87 ობიექტი გაასხვისა

  • ეკონომიკა
  • 16.11.2015
  • 14:48
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წელს 87 ობიექტი გაასხვისა

2015 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 87 ობიექტი იქნა პრივატიზებული. აჭარის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში საპრივატიზებო ღირებულებამ 19 მლნ 820 ათასი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს, ყველაზე ძვირად სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე, ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 29445 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 მლნ 91 ათას დოლარად გაასხვისა, რომლის მფლობელიც კომპანია ”ეიერ-მერიდიანი” გახდა. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ”ეიერ-მერიდიანი” ვალდებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმრო, არანაკლებ 600  აპარტამენტი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ააშენოს და  არანაკლებ 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეკრიაციო ზონა მოაწყოს, ავტოსადგომითა და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებით.სახელშეკრულებო პირობების მიხედვითვე,  ობიექტი ექსპლუატაციაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა შევიდეს, რაც ინვესტორს პირობების მიხედვით, მინიმუმ 30 მლნ დოლარი დაუჯდება.

რაც შეეხება უპირობო აუქციონებს ყველაზე ძვირად, 1 მლნ 10 ათას დოლარად სამინისტრომ ბათუმში, მწვანე კონცხზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაასხვისა. ობიექტის მფლობელი „ბიზნეს დეველოპმენტი“ გახდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge