png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„სილქ როუდ ჯგუფი“ 21 ობიექტიდან აჭარის მთავრობას 12 ობიექტს უკან დაუბრუნებს

  • ეკონომიკა
  • 16.11.2015
  • 13:59
„სილქ როუდ ჯგუფი“ 21 ობიექტიდან აჭარის მთავრობას 12 ობიექტს უკან დაუბრუნებს

აჭარი მთავრობასა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის დადებული ხელშეკრულება ისევ გადაიხედება და ინვესტორი აჭარაში 21 ობიექტის ნაცვლად, 9 ობიექტის მფლობელი გახდება, საიდანაც ერთი „რადისონ ბლუ ბათუმი“ უკვე რამდენიმე წელია ექსპლუატაციაშია.

როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა ინვესტორისთვის გადაცემული 21 ობიექტიდან სახელმწიფოს 12 ობიექტი უკან დაუბრუნდება, სადაც მთავრობა სამომავლოდ ახალი ინვესტორების დაინტერესებას შეეცდება.

რაც შეეხება დარჩენილ 9 ობიექტს, აქედან ერთი უკვე ექსპლუატაციაშია, ხოლო დანარჩენი 8 ობიექტის მშენებლობას კომპანია განახორციელებს.

როგორც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, ინვესტორსა და მთავრობას შორის უახლოეს დღეებში ახალი ხელშეკრულებები გაფორმდება.

"სილქ როუდ ჯგუფის" მფლობელობაში არსებული შპს "აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V"-სა და აჭარის მთავრობას შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება რეგიონში 21 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. თუმცა რადგან "აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V"-მა აღებული ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა, 2009 წელს მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გადაყვეტილება მიღეს. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა განმარტა, განახლებული ხელშეკრულებების მიხედვით, ინვესტორს ობიექტების ნაწილის მშენებლობა 2016 წლისთვის, ხოლო ნაწილის 2019 წელს უნდა დაესრულებინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge