png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩარლი შინს 13 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

  • ეს საინტერესოა
  • 09.11.2017
  • 11:01
ჩარლი შინს 13 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ჰოლივუდის გახმაურებულ სექს-სკანდალს ახალი ისტორია შეემატა. ამჯერზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ჩარლი შინი, რომელიც 30 წლის წინ მომხდარ გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.

ყოფილი მსახიობი დომინიკ ბრასკია ამტკიცებს, რომ 1986 წელს ფილმ „ლუკასის“ გადაღებების დროს ჩარლიმ თავისი 13 წლის პარტნიორის - კორი ჰეიმის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მაშინ ჩარლი 19 წლის იყო.

ბრასკიას თქმით, ჰეიმმა მას ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ უამბო, ვიდრე ის 2010 წელს 38 წლის ასაკში ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვლებოდა.

ასე რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთან სიმართლის გარკვევა ახლა შეუძლებელია, დომინიკ ბრასკია კი ამბობს, რომ ჰეიმი მას შინთან ინტიმური ურთიერთობის გარდა თავის პირად განცდებზეც უყვებოდა.

ბრასკიას თქმით, როგორც კი ჩარლიმ თავის მიზანს მიაღწია, ჰეიმის მიმართ ინტერესი დაკარგა. კორის სურდა მისი დაბრუნება, მაგრამ „უფროსი მეგობარი“ მის მიმართ გაცივდა და მიატოვა.

მას შემდეგ, რაც ბრასკიას ნაამბობი პრესაში დაიწერა, ჩარლი შინის წარმომადგენელმა Hollywood Reporter-ში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მთელი ეს ისტორია სიცრუეა.

მისი განმარტებით, მართალია შინი კორი ჰეიმს იცნობდა, მაგრამ ის, რომ მათ შორის სექსუალური კავშირი იყო, მსახიობი კატეგორიულად უარყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge