png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

26 წლის სალეჰ აბდეს-ლამს ამ დრომდე ეძებენ

  • მსოფლიო
  • 16.11.2015
  • 11:34
26 წლის სალეჰ აბდეს-ლამს ამ დრომდე ეძებენ

პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საფრანგეთის ერთ მოქალაქეზე, 26 წლის სალეჰ აბდეს-ლამზე, რომელიც ქვეყანაში ბელგიის ტერიტორიიდან შევიდა და ტერაქტებში თავის ორ ძმასთან ერთად მონაწილეობდა.

ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰი აბდესლამი, სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო. 
სალაჰ აბდესლამის გარდა, გამოძიება შემდეგ პირებს ასახელებს: ბრუსელის მკვიდრი მუჰამედ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დააკავეს, 31 წლის ბრაჰიმ აბდესლამი და 20 წლის ბილალ ჰადფი, რომლებიც თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ასევე პარიზის მკვიდრი 29 წლის ისმაილ ომარ მოსტეფა, რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაიღუპა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსახურები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. 

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ ეჭვმიტანილს ნახავენ, მას არ მიუახლოვდნენ რადგან, ის საშიშროებას წარმოადგენს. სწორედ მის სახელზე იყო დაქირავებული ის ავტომობილი, რომლითაც ბარებზე თავდამსხმელი ტერორისტები გადაადგილდებოდნენ.

საერთო ჯამში კი ამჟამად დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი, რომლებიც შესაძლოა არაპირდაპირ კავშირში იყვნენ თავდასხმების სერიასთან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორისაა სალეჰ აბდესლამის ერთ-ერთი ძმა. მესამე მათგანი კი ტერაქტების დროს დაიღუპა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge